პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

ღირებულება 2300 ₾ 2050 ₾

განვადებით თვეში 64 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
  • როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
  • რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
  • სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
  • ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
  • SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას;
  • განსაზღვრონ ტესტ ავტომატიზაციის საჭიროებები;
  • ავტომატიზირებული ტესტების შექმნას JavaScript -ის გამოყენებით;
  • პროექტში ჩართვას ტესტირების ყველა ეტაპზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე - (B1+) საკითხავი მასალების დამუშავებისთვის;
  • კარგი ანალიტის უნარი და მზადყოფნა სალექციო პრაქტიკულ დავალებებში ჩართულობისთვის;
  • უნდა იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და შეგეძლოს დამატებითი მასალების გარჩევა;
  • მომხმარებლის დონეზე თავისუფლად შეგეძლოს მობაილ და ვებ აპლიკაციების გამოყენება.

ლექტორების შესახებ

  • თაკო აბრამაშვილს აქვს 7 წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ტესტირების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო 3 წელია მუშაობს კომპანია  EPAM-ში, Lead Software Testing Engineer-ის პოზიციაზე. ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, არის ტექნიკური ინტერვიუერი, მენტორი და გუნდის ლიდი. მისი სამუშაო გამოცდილებიდან პროექტების ძირითადი დომეინებია: Banking, e-commerce, Health, Big data;
  • 3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე;

  • 1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.com-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე.

  • ლიდა ხუციშილს აქვს 5 წლიანი გამოცდილება ტესტირების მიმართულებით. წლების მანძილზე თანამშრომლობდაისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: SweeftDigital, EPAM, CityWide Group;
  • ამჟამად მუშაობს CityWide Group-ში ავტომატიზაციის მიმართულებით და პროექტის ფარგლებში პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის ყველა მიმართულებაზე.

მოწვეული ლექტორები

  • SEO აუდიტი და ტესტირება - რატი გველესიანი

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ვფიქრობ რომ, ყველაფერი კარგად იყო დაორგანიზებული. ლექტორი გასაგებად ხსნიდა მასალას, არ იზარებდა თავიდან ახსნასა და გამეორებას.

ლაშა ჯანჯღავა

,,სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად ასახავს იმას, თუ რა შეიძლება გამოგვადგეს სამომავლოდ. ამ კურსის განმავლობაში განვავითარე კრიტიკული აზროვნება, ვისწავლე სწორი კითხვების დასმა. ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ სტუდენტებმა თავიანთი კითხვებით საკუთარი თავი წარმოაჩინონ. რაც მთავარია, ჩვენს თითოეულ შეკითხვაზე ლექტორი ამომწურავ პასუხს გვცემდა.’’ სრულად

ხატია ძიძარია

ციფრული პროგრამის აქმის უნარი კურსის გავლისას სულ სხვა კუთხიდან ჩამომიყალიბდა. დავიწყე მისი შეფასება უფრო ღრმად და საფუძვლიანად. ზოგადად ამ კურსმა რადიკალურად შცვალა ჩემი ხედვა .

ნინო ღუღუნიშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი მთელ გუნდს ჩადებული ძალისხმევისთის. ძალიან კარგი, მეგობრული და პროფესიონალი ლექტორები გვყავდა.

ანი კირკიტაძე

კურსის ფარგლებში გასავლელი მასალა საკმაოდ მსუყეა, თუმცა დროში ეფექტურად არის გაწერილი. ლექტორები მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ, რომ არცერთი საკითხი არ დარჩენილიყო ბუნდოვანი. ლექციები იყო მაქსიმალურად ინტერაქტიული და საინტერესო.

დავით ახალაძე

,,კურსი საკმაოდ კარგი იყო. ვფიქრობ ზუსტად ის ცოდნა მომცა, რაც მჭირდებოდა. თაკო ენერგიული და ყურადღებიანი ლექტორია, რასაც ძალიან ვაფასებ. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. ვფიქრობ, თაკო უძლიერესია თავის სფეროში და მას კონკურენტი არ ჰყავს.სმარტ აკადემიასთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე. რეკომენდაციას ვუწევ და აუცილებლად გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას.’’

ანონიმური შეფასება

კურსი შინაარსობრივად იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო, ამასთანავე გვქონდა პრაქტიკული მუშაობის დღეები, რომლებიც ძალიან საჭირო აღმოჩნდა, რადგან პრაქტიკული სამუშაო მეხმარებოდა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.

ანა ღვალაძე

ლექტორი არის ძალიან დადებითი და პოზიტიური. უმარტივესი ენით ხსნის, გამორიცხულია მისი ახსნილი ვერ გაიგო,

ანონიმური შეფასება

ყველაფერი იყო იდეალური შეფერხებების გარეშე. მიღებული ცოდნა იყო ამომწურავი და გადმოცემული იყო ყველასთვის გასაგებად.

ანონიმური შეფასება

დიდი მადლობა ამ კურსისთვის, ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები. განსაკუთრებით ლექტორი იყო ზედმიწევნითი გადმოცემისა და ახსნის უნარით, მისი დამსახურებაა სრულიად რომ პერსონალურად მე, რომელსაც აქამდე არ მქონდა შეხება სფეროსთან, შევძელი მიზნისთვის მიმეღწია.

ანა ართილაყვა

კურსის მიმართ ჩემი მოლოდინები გამართლდა და მეტიც, მოლოდინს გადააჭარბა. სწავლის პროცესი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით.  სრულად

ნინუცა სიხარულიძე

სრულად ამომწურავი იყო კურსი ჩემთვის. მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ყოველ კითხვაზე ვიღებდი პასუხს ლექტორებისგან. მივიღე შესაბამისი ცოდნა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული. სრულად გამართული იყო კურსი ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც. 

დიტო ხასაია

შესანიშნავი ახსნისა და გადმოცემის უნარს ფლობს თაკო. საინტერესო ლექციები გამოვიდა.

ქეთო გარიშვილი

,,მადლობა მთელ გუნდს აქტიური ჩართულობისა და გულისხმიერებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორს - თაკოს. იგი საკუთარი საქმის პროფესიონალია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს აღნიშნულს. გარდა ამისა, თაკოს აქვს უნარი გაგიზარდოს მოტივაცია და გაგიღვივოს სურვილი - იყო ბევრად უკეთესი. გისურვებთ წარმატებებს.’’

მარიამ ბერიძე

კურსმა უფრო გამიღრმავა ინტერესი ტესტირების მიმართ და, რა თქმა უნდა, მომცა საკმარისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ თავისუფლად შევაბიჯო ჩემთვის ახალ სფეროში. ბევრად მეტი ინფორმაცია და რჩევა მივიღე, ვიდრე ველოდი.

ანონიმური შეფასება

კურსი იყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის, რაც კი ოდესმე გამივლია. თაკოს სწავლის მეთოდი არის აბსოლუტურად გასაგები და ადვილად ასათვისებელი ნებისმიერი მონდომებული ადამიანისთვის.

ნინო შონია

კურსმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. ვიღებდი ამომწურავ პასუხებს ყველა კითხვაზე გასაგებ ენაზე მაგილითების განხილვით და სრულიად ამომწურავი იყო ლექტორის მხრიდან. ვუწევ რეკომენდაციას 100%-ით.

ზვიადი ეზუგბაია

ლექტორი თავის საქმის უდავო პროფესიონალია და იცის როგორ მიუდგეს თითოეულ მის სტუდენტს, რომ მაქსიმალურად გასაგებად და ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია. უმაღლესი შეფასება ჩემგან!

ანონიმური შეფასება

თაკო არის ძალიან მოტივირებული და საინტერესო ლექტორი. კურსის განმავლობაში მაქსიმალურად იყო ორიენტირებული საკითხის კარგად გააზრებაზე. ცდილობდა ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ლექციები წარემართა ყველასთვის გასაგებად.

ბექა ნოზაძე

,,სრულ რეკომენდაციას ვუწევ სმარტ აკადემიას და გავლილ კურსს. მეგობრული და პოზიტიური ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც ყველანაირ მოტივაციას გაძლევენ შეიძინო ცოდნა და მიაღწიო დასახულ მიზანს. გამომდინარე იქედან, რომ ეს სფერო ჩვენთვის უცხო იყო, ძალიან დიდი თანადგომა იგრძნობოდა მათი მხრიდან. დიდი მადლობა მთლიან გუნდს ამ გამოცდილებისთვის და პოზიტიურად განვლილი კურსისთვის. ვფიქრობ, ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები სმარტ აკადემიას.’’

ზურა ნატროშვილი

კურსი კარგად იყო გაწერილი დროში, დავალებების და ფინალური პროექტის შესასრულებლად საკმარისი დრო იყო მოცემული. ასევე, მანუალი და ავტომატიზაცია კარგად იყო დაბალანსებული.

ანონიმური შეფასება

კურსი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ სტანდარტს რაც კი სილაბუსშია მოცემული, მისი ტექნიკური თუ შინაარსობრივი კუთხით. კონკრეტული კურსის დროს მივიღე კონკრეტული სპეციალობის შესაბამისი, სრულფასოვანი ცოდნა. ლექტორიც ნებისმიერ საკითხს ხსნის ამომწურავად და გასაგებად.


სხვა კურსები

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი